воскресенье, 11 декабря 2011 г.

შემწვარი მწყერი ნიგვზის საწებლით


მასალა:
10 ცალი მწყერი
1 ჩაის ჭიქა ნიგოზი
1 სუფრის კოვზი დანაყილი ქინძი
მარილი გემოვნების მიხედვით
2 კბილი ნიორი
ქინძი დანაყილი 1 სუფრის კოვზი


მწყრები გავასუფთაოთ, გავრეცხოთ დავაწყოთ ტაფაზე და შევწვათ. შესაწვავად საკმარისია მათივე ცხიმი. შემწვარი მწყრები გამზადებულ ნიგვზის საწებელში ჩავაწყოთ და დავასხათ ტაფაზე დარჩენილი ცხიმი.

შემწვარი მწყერი ფარშით





  1. გასუფთავებული და გარეცხილი მწყერი
  2. ძროხის ან ღორის  გატრებული ხორცი
  3. 2-3ცალი ხახვი
  4. მწვნილი(ქინძი, ოხრახუში)
  5. მწარე წიწაკა
  6. კვერცხი(სასურველია მწყრის კვერცხი)
  7. მარილი გემოვნებით

მწყრის კვერცხის ნაჭუჭი ბავშვებისთვის

    მწყრის კვერცხის ნაჭუჭის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის. 1 წლის ასაკიდან   ორგანიზმში ძვლის ქსოვილის წარმოქმნა ინტენსიურად მიმდინარეობს, ამიტომ კალიუმის შეუწყვეტლივ მიღებას საჭიროებს. კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი  ბავშვის საკვებში შერევა, ძალზედ  დადებითად მოქმედებს ანემიის  დროს და ხელს უშლის რაქიტის  განვითარებას.
     ხშირად მშობლებს აინტერესებთ: როდის მიიღონ   მწყრის კვერცხის დაფქვილი ნაჭუჭი? ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ? ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ერთდროულადაც, საჭმელში დამატებით. უფრო ეფექტური იქნება, თუ დაფქვილ ნაჭუჭს 3-5  წვეთ ლიმონის წვეთს დავუმატებთ, ან მიიღებთ თევზის ქონთან ერთად,რომელშიც ბევრი D ვიტამინი  არის. კალციუმი და სხვა ვიტამინები უფრო კარგა შეითვისება წყალში გაზვებული. კალცის ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ლიტრ წყალზე, 1 ჩაის კოვზი დაფქვილი მწყრის კვერცხის ნაჭუჭი, ნაყენი 5 სათი უნდა გაჩერდეს.  წყლით შეგიძლიათ მოამზდოთ ნებისმიერი კერძი, ჩაი, ყავა ან უბრალოდ მიიღოთ წყლის მაგიერ. ასე  გაამდიდრებთ ორგანიზმს კალციუმის იონებით და სხვა მიკროელემენტებით.
 მწყრის კვერცხის ფხვნილის მიღება (გაკეთება) შეიძლება სახლის პირობებში:
ქვაბში ჩაასხით ცივი  წყალი,ჩაყარეთ მწყრის კვერცხის ნაჭუჭი.  ადუღეთ 5 წუთი,   გადაუღვარეთ  წყალი და ცივი წყალი გადაავლეთ.  ისევ დაასხით წყალი და ადუღეთ 5 წუთი, მეორედაც გადაავლეთ წყალი. შემდეგ  ვაშლის ძმარში ჩააწყეთ  და გააჩერეთ 24 საათი. მეორე დღეს  ამოიღეთ ძმრიდან, წყალი გადაავლეთ და გააშრეთ ისე რომ მზის სხივები არ მოხვდეს ნაჭუჭს. დაფქვით ყავის საფქვავში 2- ჯერ.

        


      

суббота, 10 декабря 2011 г.

მწყრის კვერცხის ნაჭუჭის სასარგებლო თვისებები

     მედიკოსების კვლევამ აჩვენა , რომ მწყრის კვერცხის ნაჭუჭი, რომელიც შედგება 90% კალციუმის კარბონატისგან, ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. იგი შეიცვს  ყველა საჭირო მიკროელემენტებს რომელიც  ადამიანის ორგანიზმისთვის არის საჭირო,  მათ შორის სპილენძს,  ფტორს, გოგირდს, კრემნიუმს, ცინკს და სხვა(27 ელემენტს).
       მწყრის კვერცხის ნაჭუჭის შემაგენლობა საოცრად ემთხვევა ადამიანის ძვლების  და კბილების შემადგენლობას, მეტიც  ხელს უწყობს ძვლის ტვინის სისხლის აღმდგენ  ფუნქციას. განსაკუთრებული მნიშვნელოვანია მასში სილიციუმისა და მოლიბდენის შემადგენლობა. ეს ელემენტები ყველაზე  ნაკლებად არის ჩვენს ყოველდღიურ  საკვებ რაციონში, მაგრამ აუცილებელია  ორგანიზმის ბიოქიმუიური რეაქციისთვის .  მწყრის კვერცხის ნაჭუჭის  დაფქვილი სახით მიღებამ , აჩვენა მისი მაღალი თერაპიული აქტივობა ,  არანაირი გვერდითი მოვლენები და ბაქტერიული დაბინძურება ორგანიზმში. ნანუჭუჭის მიღებისას არ არსებობს საშიშროება  ჭარბი კალციუმის   დაგროვების, ძვლებსა და სახსრებში. იგი არ იწვევს შარდ-კენჭოვან დაავადებებს. თუ კალციუმს არ საჭიროებს ორგანიზმი, ის ადვილად გამოიდევნება. 

მწყერი არ ავადდება სალმონელოზით

  მწყრის კვერცხი ღირებული  პროდუქტია.ის ეფექტურად გამოიყენება ბავშვთა და მოზარდთა  დიეტოლოგიაში.  სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო,(42 გრადუსი)მწყერი უძლებს  ინპექციურ დაავადებებს, კერძოდ  ის არასოდეს ავადდება სალმონელოზით.  ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით,მწყრის კვერცხის მიღება უმი სახითაც უსაფრთხოა.  კვერცხის უმად მიღება ან დაბალ ტემპერატურაზე დამუშავების შემთხვევში, ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს და ორგანიზმის მიერ  100% შეიწოვება.

пятница, 9 декабря 2011 г.

შემწვარი მწყერი ბეკონით

მასალა ; მწყერი, ბეკონი, ნიორი,  ქონდარი, პილპილი და მარილი გემოვნებით.





               

მწყერი

დღეს ყველაზე ფართოდ იაპონური ჯიშის მწყერია გავრცელებული. როგორც ცნობილია, მწყრის სქესობრივი პერიოდი მოკლეა 40-45 დღე, აქედან გამომდინარე სწრაფად იზრდება და მალე მრავლდება. მწყრის  ცოცხალი წონაა 200-250 გრამია, ამასთან მდედრის წონა 15-20% აღემატება მამრის წონას. მდერი წელიწაში 300-330 კვერცხს დებს( ფერმის პირობებში)რომლის საშუალო წონა 10-15 გრამია. მდედრ მწყერს აქტიური კვერცხის დების პერიოდი  9 თვე  აქვს.

    მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებათ ავადდება,ამიტომ მის კვერცხს  მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად. მწყრის  კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავებს, მაკრო და მიკროელემენტსებს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.მწყერი 40-50 დღის ასკში იწყებს კვერცხის დებას, ხოლო კვერცხის ინკუბაციის პერიოდი 17-18 დღეა.
              

შეღებილი მწყრის კვერცხი







გთავაზობთ მწყრის კვერცხების ფოტო რეპორტაჟს. ასეთი შეღებილი კვერცხი არამარტო დაამშვენებს სააღდგომო  სუფრას, არამედ გაახალისებს თქვენს პატარებს.კვერცხის შესაღებად გამოიყენება "სურსათის საღებავები". ასევე შეგიძლიათ  შეღებილი მწყრის კვერცხი გამოიყენოთ სადღესასწაულო სუფრის  გასალამაზებლად.

მწყრის კვერცხი- იმუნური სისტემის სტიმულატორი


მწყრის კვერცხი ეხმარება იმუნური და მეტაბოლური ბალანსის აღგენას, რომელიც გამოწვეულია მავნე ეკოლოგიური ფაქტორებით.გარდა ამისა,მწყრის კვერცხი არის ერთერთი ძლიერი სტიმულატორი პოტენციის ასამაღლებლად. სპეციალისტების აზრით იგი აღემატება ეფექტურობით  "ვიაგრას"
    მწყრის კვერცხი არამარტო გემრიელია, არამედ ეხმარება და იცავს ორგანიზმს რადიაციის შედეგად გამოწვეული დაავადებებისაგან.რომლისგანაც დაუცველი ვართ თითქმის ყველა ჩვენგანი. კვერცხის რეგულარული მოხმარება  ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

მწყრის კვერცხის "პელმენი"


მასალა: მაგრად მოზელილი უსაფუვრო ცომი, გახეხილი ყველი, (ნადუღი ან ხაჭო) ტარხუნა ან ნებისმიერი თქვენი საყვარელი მწვანილი , მწყრის კვერცხის გული.





      

რატომ არის მწყრის კვერცხი სასარგებლო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის