воскресенье, 22 января 2012 г.

მწყრის კვარცხი სოსისით

ეს კერძი ძალიან ადვილი მოსამზადებელია. მოსამზებლად დაგჭირდებათ: სოსისი, ზეთი, მწყრის კვერცხი. ასეთი საუზმე შეგიძლიათ მოუმზადოთ თქვენს საყვარელ ადამიანს. მომზაების წესი იხილეთ სურათზე.












                                     

                                                   

მწყრის კვერცხი კალათში სალათის ფურცლებით

ეს არის აბსოლიტურად  მარტივი რეცეპტია, რომელსც არ სჭირდება  კულინარიის დიდი ცოდნა.
 მოსამზდებლად დაგჭირდებათ:  მოხარშული მწყრის კვერცხი, სალათის ფურცლები,  მაიონეზი,არაჟანი ან იოგურტი, მწვანილი( რომელიც გიყვართ), მარილი პილპილი.
  კალათების მოსმზადებლად დაგჭირდებათ მაგრად მოზელილი ცომი(პელმენის) ან ფენოვანი ცომი. ცომი  თხლად გააბრტყელეთ  და დაჭერით  .
                                                               


 ქაღალდისაგან გააკეთეთ ბურთები ,  დაჭრილი ცომი ზევიდან დაადეთ.  გამოაცხეთ აირღუმელში. 

                                                   
სანამ კალათებიები გამოცხვება, მოხარშეთ მწყრის კვერცხები და მოამზადეთ სოუსი.
                                                     

  სოუსი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მიონეზი , მწვანილი( რომელიც გიყვართ),     პილპილი, მარილი გემოვნებით. როდესაც კალათები გამოცხვება , კალათაში მოათავსეთ სალათის ფურცლები, მოხარშული და დაჭრილი მწყრის კვერცხი. ზემოდან მოასხით სოუსი და სადილიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!!!

                                                                                                                 
  

კვერცხისგან გაკეთებული გულები

 
  საერთოდ ეს ქათმის კვერცხისგან კეთდება, მაგრამ     მწყრის   კვერცხისგანაც არ იქნება ურიგო.            
კვერცხისაგან გულების გასაკეთებლად დაგჭირდებათ: პანქარი, რეზინი, ქაღალდი, მოხარშული კვერცხი.
                          
ქაღალდში ათავსებთ მოხარშულ კვერცხს, ზევიდან დაადეთ ფანქარი და რეზინით  დააფიქსირეთ.მიყევით ნიმუშს რომელიც  დაბლა არის  მოცემული.




                             
                                  

ნატურალური მაიონეზი მწყრის კვერცხისგან

         შემადგენლობა:
                
       მწყრის კვერცხი 8 ცალი
      ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი 300 გრ
      ძმრის ესენცია  1 დესერტის კოვზი
          შაქრის ფქვილი (შაქარი) 1 ჩაის კოვზი
          ლიმონის წვენი( 1/2 ლიმონისაგან) 
          მარილი გემოვნებით 
          მდოგვი(მზა) 1-1,5 დესერტის კოვზი                         


1. მწყრის კვერცხი კარგად გრეცხეთ, გატეხეთ და  განაცალკეთ ცილისაგან  გულები  ( ეცადეთ  მთლიანად გააცალოთ ცილა)
2.გულები შეურიეთ მდოგვს და ათქვიფეთ მიქსერით.  თანდათანობით დაამატეთ ზეთი( არა უმეტეს 1/2 ჩაის კოვზი ერთ დამატებაზე) ისე, რომ არ გააჩეროთ თქვეფა. თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, სანამ არ შესქელდება.
4.დაუმატეთ ნახევარი ძმრის რაოდენობა ( მასა ცოტა გათეთრდება) განაგრძეთ ზეთის ნელ-ნელა დამატება, თან არ გააჩეროთ თქვეფა.
5. როდესც 2/3 ზეთს უკვე დაამატებთ,  მიღებულ მასას დაუმატეთ ნახევარი შაქრის ფხვნილი, ნახევარი ლიმონის წვენი და ცოტა მარილი.
6.დარჩენილი ზეთი ბოლომდე დაამატეთ( შეუჩერებლივ თქვეფავთ) , გასინჯეთ მიღებული მაიონეზი და თუ აკლია ლიმონი ან მრილი დაუმატეთ.
7. მაიონეზი უნდა   გაჩერდეს 15 წუთი მაცივარში, შემდეგ კიდევ ათქვიფეთ და  მიირთვით გემრიელად.
  მაიონეზის გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაუმტოთ ნიორი და სანელებლები(გემოვნებით)
    რადგან მაიონეზი არ შეიცავს კონსერვანტებს, მისი შენახვა 4 დღეზე მეტი არ შეიძლება. ისიც მხოლოდ მაცივარში უნდა შეინახოთ.           

მწყრის ხორცის სასარგებლო თვისებები


  მწყრის ხორცი შეიცავს 21-22% ცილას, 2,5- 4,0% ცხიმს. ქიმიური შემადგენლობით მწყრის ხორცი მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტს.   მწყრის ხორცი შეიცავს ბევრ ვიტამინებს  A, B1, B2 მიკროელემენტებს( რკინა, კალიუმი, კობალტი, სპილენძი) ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი. მწყრის ხორცს აქვს შეუცვლელი ამინომჟავები( ლიზინი, ცისტინი, მეთიონინი,ტიროზინი)                                
  ტიროზინი,   როგორც ცნობილია ხელს უწყობს პიგმენტების წარმოქმნას,ამიტომ კანს ჯანსაღ შეფერილობას აძლევს.ნახშირწყლების შემცველი ცილა ოვომუკოიდი, რომელიც შეიცავს მწყრის ხორცი, ხელს უწყობს ალერგიული  რეაქციების  შემცირებას.მწყრის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით    ლიზოციმს, რომელიც აფერხებს არასასურველი მიკროფლორის(მიკრობების) გამრავლებას, ამიტომ მწყრის ხორცი ინახება ხანგრძლივი დროის განმვლობაში.განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ორგანიზმის აღმდგენ ფუნქციაზე, პოტენციზე.
                                           
  მწყრის ხორცის მიღება რეკომენდირბულია, ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ბრონხიალური ასთმა, ქრონიკული პნევმონია( ფილტვების ანთება), ტუბერკულიოზი, დიაბეტი, კუჭის წყლული, გულის დაავადება, ღვიძლის, თირკმელის დაავაების დროს. ასევე მატებს ტონუსს და ამაგრებს ძვლებს.მწყრის ხორცი  რეკომენდირებულია   მათთვის  , ვისაც რადიაციული დასხივება  აქვს მიღებული. მწყრის ხორცი იმდენად გემრიელია, რომ ბავშვები სიამოვნებით მიირთმევენ  მოხარშულს და არა შემწვრს. ის ძალიან მაელე მზადდება, რაც სასიხარულოა ყველა დიასახლისისათვის.