понедельник, 27 февраля 2012 г.

მწყრის ხორცი ტომატის სოუსით

ინგრედიენტები:
მწყერი
პომიდორი
ხახვი
ნიორი
მწვანილი(ოხრახუში ან ქინძი)
მზესუმზირის ზეთი
ზეითუნის ზეთი
სუნელები(გემოვნებით)


ნიორი დავნყოთ, დავუმატოთ მარილი , ზეითუნის ზეთი და სუნელები(გემოვნებით)


ავიღოთ გასუფთავებული  მწყერი და შევაზილოთ ნივრიანი ზეთი. მოვათავსოთ ტაფაში, რომელშიც უნდა შევწვათ მწყერი . გავაჩეროთ 4 საათი. შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან და  მოვათავსოთ სხვა ჭურჭელში.

ტაფა გავაცხელოთ, დავუმატოთ ზეთი და შევწვათ მწყერი ყველა მხრიდან

წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ იმავე ტაფაში რაშიც შევწვით მწყერი
პომიდორს გავაცალოთ ქერქი,წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ ტაფაში,მოშუშულ ხახვთან ერთად. ვთუშოთ   ჯერ თავსახურის გარეშე,  10 წუთის შემდეგ დავასხათ ცოტა წყალი და გავგრძელოთ თუშვა.

ტომატის სოუსში მოვათავსოთ შემწვარი მწყერი, ვადუღოთ 30 წუთი.
მწვანილი წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ  სოუსის ჭურჭელში კარაქთან ერთად. მომზადებული მწყრის ხორცი ამოვიღოთ თეფშზე, სოუსი შევანელოთ მწვანილით. მოვასხათ შემწვარ მწყერს და მივირთვათ გარნირთან ერტად. (ამ შემთხვევაში გვაქვს კართოფილის პიურე)






გემრიელად მიირთვით!!!

მწყრის კვერცხი ფარშის რგოლში



ინგრედიენტები:


1 კგ. ხორცის ფარში(  ქათმის, ძროხის ან შერეული ფარში. როგორიც თქვენ მოგწონთ)
250 გრ. თეთრი პური
0,5 ლ.  რძე
2 ქათმის კვერცხი
20 ცალი მწყრის კვერცხი
მწვანილი( ოხრახუში, ქინი -1 კონა)
1ცალი დიდი ხახვი
1 ცალი დიდი სტფილო 
3 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
1 ცალი ფენოვანი ცომი (250გ)


პური დავალბოთ რძეში, კარგად გავწუროთ და დავუმატოთ გატარებულ ფარშს. სტაფილო, ხახვი და ნიორი გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და ზეთში მოვშუშოთ.

მოშუშული ხახვი, სტაფილო გავაციოთ და დავუმატოთ ფარშს. მწვანილი წვრილად დავჭრათ და ქათმის კვერცხთან ერთად მოვათავსოთ ფარშში.მოვაყაროთ მარილი , პილპილი, ხმელი ქინძი და კარგად ავურიოთ.

მწრის კვერცხი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავასუფთავოთ.პერგამენტის ქაღალდი დავაფინოდ ჟარონზე და წავუსვათ ზეთი.ზევიდან დავდოთ ფარში და  გავაკეთოთ  რგოლი. ფარშის რგოლზე მოვათავსოთ მოხარშლი მწყრის კვერცი( ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ )
მწყრის კვერცხი ,ფარშში ღრმად ჩავსვათ და ფარში ზევიდან გადავლესოთ( თანაბრად).


ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზოლებად(ან თქვენთვის სასურველი ფორმა მიეცით ცომს)  ფარშზე თანაბრად გადავანაწილოთ, წაუსვათ ცომს კვერცხი


ფარშის რგოლი   გამოსაცხობად შევდგათ აირღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოვებით 1 საათი. თუ ცომი  დაიწყებს  წვას ,ზევიდან დავადოთ პერგამენტის ქაღალდი და ისე გამოვაცხოთ.
მომზადებული რგოლი მწყრის კვერცხებით, მოვრთოთ  პომიდორით, კიტრით,კონსერვირებული ბარდით და სოკოთი(შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენი გემოვნებით)
გერიელად მიირთვით!!!

суббота, 25 февраля 2012 г.

მწყრის კვერცხის გამოყენება ხალხურ მედიცინაში. რეცეპტები

მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებებს ადამიანი უძველესი დროიდან იცნობს.მწყრის ხორცი რომ გემრიელია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფრინველის კვერცხის სამკურნალო თვისებებზე  ცოტას თუ გაუგია. მწყრის კვერცხს   იაპონელები უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ.  მინდა გაგიზიაროთ ხალხური რეცეპტები, მაგრამ სანამ მიღებას გადაწყვეტთ , კონსულტაცია გაიარეთ თქვენს პირად ექიმთან.


ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად გთავაზობთ  რეცეპტს
მწყრის კვერცხი უნდა მიიღოთ უმი(დალიოთ) 3  დილით უზმოზე, ჭამამდე  30 წუთით არდრე და 3  საღამოს, 40 დღის განმავლობაში(კურსი 240 კვერცხი) საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.




 ხალხური რეცეპტი ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ
ბრონქიალური ასთმისა და ალერგიული მდგომარეობის დროს კარგია მკურნალობა მწყრის კვერცხისა და თაფლით(თუ რათქმაუნდა თაფლზე არ გაქვთ ალერგია)მწყრის კვერცხი უნდა ჩატეხოთ ჭიქაში, დაამატოთ ცოთაოდენი თაფლი და მიირთვათ ჭამამდე 1 საათით ადრე. დილით, საუზმემდე 1 კვერცხი,სღამოს, ვახშმამდე  2 კვერცხი.ამ მეთოდით 40 დღე უნდა იმკურნალოთ, შემდეგ 2-3 კვირა უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

რეცეპტი გაციებისთვის და მაღალი ტეპერატურის დროს
გაციების დროს, ტემპერატურის დასაქვეითებლად უნდა მიიღოთ მწყრის კვერცხი არაყსა და შაქართან ერთად. საჭიროა 100 მლ  არაყი,5 ცალი მწყრის კვერცხი,1 სადილის კოვზი შაქარი.ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და საღამოს,ძილის წინ, მიირთვით.დილით ტემპერატურა აღარ გექნებათ და უკეთაც იგრძნობთ თავს.


ართრიტის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის, დაჟეჟილობის ან ნაღრძობის დროს კარგად მოქმედებს მალამო  მომზადებული უმი მწყრის კვერცხისაგან და ძმრისგან.
4-5 უმი მწყრის კვერცხი ჩადეთ  ჭიქაში, დაასხით ძმრის ესენცია და გააჩერეთ 2 დღე, სანამ კვერცხი მთლიანად არ დაიშლება. დაუმატეთ 100 გრ კარაქი. კარგად აურიეთ,  რომ მიიღოთ მალამო. მამზდებული მალამოთი შეიზილეთ მტკივნეული ადგილები.
რეცეპტი დამწვრობისათვის
დამწვრობისას გამოიყენება კვერცხის ზეთი. კვერცხი მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, გაასუფთავეთ და განაცალკეთ ცილა   გულებისაგან, გულები ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ, რომ იყოს ერთგვაროვანი მასა, შემდეგ დაჭყლეტილი კვერცხის გულები ტაფაში მოშუშეთ 45 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ისე, რომ  კვერცხის გულებიდან გამოვიდეს ზეთი.. მიღებული ზეთი გააციეთ და შეიზილეთ დამწვარი ადგილები როგორც ძველი ,ასევე ახლად  დამწვარი.
რეცეპტი ბავშვებში  დიათეზის სამკურნალოდ 
ლიმონი გარეცხეთ, დაჭერით და გააცალეთ კურკები, მწყრის კვერცხის ნაჭუჭი გარეცხეთ,  კარგად გააშრეთ და დაფქვით,მიღებული კვერცხის ფქვილი მოაყარეთ ლიმონს და  აჭამეთ ბავშვს დღეში რამოდენიმეჯერ.
კალცის ნაკლებობა ორგანიზმში
კალცის ნაკლებობა ორგანიზმში , ყველაზე გავრცელებული ნივთიერებათა დარღვევაა. ის იწვევს ბავშვებში რაქიტის განვითარებას, ალერგიას, ანემიას, უძილობას და  საერთო სისუტეს ორგანიზმში. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება მწყრის კვერცხის ნაჭუჭი, რომელიც შეიცავს არამარტო კალცს, არამედ სხვა ბევრ ნივთიერებებს. კალცის მისაღებად მწყრის კვერცხის ნაჭიჭი უნდა  კარგად გარეცხოთ, ჩაყაროთ ქვაბში და 5 წუთი ადუღოთ, შემდეგ გადაუღვარეთ ცყალი და გადაავლეთ სუფთა  წყალი. ეს პროცედურა 2 ჯერ უნდა გაიმეოროთ. კვერცხის ნაჭუჭი  ჩაყარეთ ვაშლის ძმარში და გააჩერეთ 12 საათი, გადაავლეთ  წყალი  და კარგად გააშრეთ( შეგიძლიათ გააშროთ აირღუმელში)  გამომშრალი კვერცხის  ნაჭუჭი დაფქვით და მიღების წინ მოასხით 3-4 წვეთი ლიმონი. შეგიძლიათ დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭი, ჩაყაროთ წყალში და სვათ ცყლის მაგიერ .


 რეცეპტი თმის ბზინვარებისთვის
ბლენდერში ათქვიფეთ 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 5-6 მწყრის კვერცხი და 3/4  ჭიქა თაფლი. მიღებული მასა შეიზილეთ თმაში. ჩამოიბანეთ3 საათის შემდეგ.









ინდაურის ხორცის ბურთულები მწყრის კვერცხით

პროდუქტები: 12 პატარა მწყერის კვერცხი; 300 გ. ინდაურის ხორცი; 1 დანის წვერი კოჭა (იმბირი); 1/4 კონა ნიახური; 1 ს/კ ნაკლებად ცხარე მდოგვი; 30 გ. ფქვილი; 1 კვერცხი; 50 გ. საფანელი; ზეთი შესაწვავად; მარილი.




მომზადება: ხორცის ფარშს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი, მარილი, ნიახური, მდოგვი, ფქვილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ფარშისგან გავაკეთოთ პატარ- პატარა გუნდები, თითოეულში ჩავდოთ თითო- თითო მოხარშული კვერცხი, ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ფრიტიურში.









пятница, 17 февраля 2012 г.

უმი მწყრის კვერცხი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის


მწყრის კვერცხით მკურნლობა აღირებულია მთელს მსოფლიოში. მისი გამოყენება მედიცინაში კურნავს(ან ხელს უწყობს დაავადების შემსუბუქებას)ისეთ დაავადებებს როგორიცაა: ქრონიკული ქოლიცისტიტი, ბრონქიალური ასთმა, გულის დაავადებები და ა.შ. მწყრის კვერცხი არ ავადდება სალმონელოზით( თუ  მისი შენახვა არ მოხდება ქათმის კვერცთან ერთად), ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით მწყრის კვერცი არ იწვევს ალერგიას, არამედ ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების ჩახშობას. ალერგიას კურნავს სპეციალური ცილა-ავემოკოიდი, რომელიც გამოიყენება ანტიალერგიული მედიკამენტების დასამზადებლად.მწყრის კვერხი  არ შეიცავს ქოლესტერინს, ის ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და არეგულირებს არტერიულ წნევას. მისი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის, როგორც გონებრივი განვითარებისათვის, ასევე ფიზიკური განვითარებისთვის. ბავშვი რომელიც იღებს დღეში ორ მწყრის კვერცხს( უმი სახით) გამოირჩევა კარგი მეხსიერებით, ძლიერი ნერვიული სისტემით, მხედველობით და ნაკლებად ავადობს.მაგალითად  ,იაპონიაში სკოლის მოსსწავლეებს გაკვეთილის დაწყების წინ, აძლევენ უმ  მწყრის კვერცხს .
   მწყრის კვერცხის მიღება შეიძლება როგორც  მოხარშული, ასევე უმი სახით. კვერცხი მიიღება უმი სახით დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე, სასმელი წყლის ან წვენის  მიყოლებით.. მიღება უნდა იყოს სისტემატიური 3-4 თვის განმავლობაში, მისი დადებითი შედეგი ორგანიზმზე  უკვე ორი კვირის შემდეგ იქნება შესამჩნევი.  ვისაც არ შეუძლია კვერცხის უმი სხით მიღება, ვურჩევ, შეურიონ უმი მწყრის კვერცხი ფაფებს, კარტოფილის პიურეს ან წვნიანს.
       გთავაზობთ დღიურ დოზებს ასაკის მიხედვით:
  1. 1-3 წლამდე  1-2 მწყრის კვერცხი
  2. 3-8 წლამდე 2-3 მწყრის კვერცხი
  3. 8-12 წლამდე 3-4 მწყრის კვერცხი
  4. 12-18 წლამდე 4 მწყრის კვერცხი
  5. 18-50 წლამდე 5-6 მწყრის კვერცხი
  6.  50 წლიდან ზევით 4-5 მწყრის კვერცხი.