суббота, 25 февраля 2012 г.

ინდაურის ხორცის ბურთულები მწყრის კვერცხით

პროდუქტები: 12 პატარა მწყერის კვერცხი; 300 გ. ინდაურის ხორცი; 1 დანის წვერი კოჭა (იმბირი); 1/4 კონა ნიახური; 1 ს/კ ნაკლებად ცხარე მდოგვი; 30 გ. ფქვილი; 1 კვერცხი; 50 გ. საფანელი; ზეთი შესაწვავად; მარილი.




მომზადება: ხორცის ფარშს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი, მარილი, ნიახური, მდოგვი, ფქვილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ფარშისგან გავაკეთოთ პატარ- პატარა გუნდები, თითოეულში ჩავდოთ თითო- თითო მოხარშული კვერცხი, ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ფრიტიურში.









Комментариев нет:

Отправить комментарий