понедельник, 27 февраля 2012 г.

მწყრის კვერცხი ფარშის რგოლში



ინგრედიენტები:


1 კგ. ხორცის ფარში(  ქათმის, ძროხის ან შერეული ფარში. როგორიც თქვენ მოგწონთ)
250 გრ. თეთრი პური
0,5 ლ.  რძე
2 ქათმის კვერცხი
20 ცალი მწყრის კვერცხი
მწვანილი( ოხრახუში, ქინი -1 კონა)
1ცალი დიდი ხახვი
1 ცალი დიდი სტფილო 
3 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
1 ცალი ფენოვანი ცომი (250გ)


პური დავალბოთ რძეში, კარგად გავწუროთ და დავუმატოთ გატარებულ ფარშს. სტაფილო, ხახვი და ნიორი გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და ზეთში მოვშუშოთ.

მოშუშული ხახვი, სტაფილო გავაციოთ და დავუმატოთ ფარშს. მწვანილი წვრილად დავჭრათ და ქათმის კვერცხთან ერთად მოვათავსოთ ფარშში.მოვაყაროთ მარილი , პილპილი, ხმელი ქინძი და კარგად ავურიოთ.

მწრის კვერცხი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავასუფთავოთ.პერგამენტის ქაღალდი დავაფინოდ ჟარონზე და წავუსვათ ზეთი.ზევიდან დავდოთ ფარში და  გავაკეთოთ  რგოლი. ფარშის რგოლზე მოვათავსოთ მოხარშლი მწყრის კვერცი( ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ )
მწყრის კვერცხი ,ფარშში ღრმად ჩავსვათ და ფარში ზევიდან გადავლესოთ( თანაბრად).


ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზოლებად(ან თქვენთვის სასურველი ფორმა მიეცით ცომს)  ფარშზე თანაბრად გადავანაწილოთ, წაუსვათ ცომს კვერცხი


ფარშის რგოლი   გამოსაცხობად შევდგათ აირღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოვებით 1 საათი. თუ ცომი  დაიწყებს  წვას ,ზევიდან დავადოთ პერგამენტის ქაღალდი და ისე გამოვაცხოთ.
მომზადებული რგოლი მწყრის კვერცხებით, მოვრთოთ  პომიდორით, კიტრით,კონსერვირებული ბარდით და სოკოთი(შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენი გემოვნებით)
გერიელად მიირთვით!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий