понедельник, 27 февраля 2012 г.

მწყრის ხორცი ტომატის სოუსით

ინგრედიენტები:
მწყერი
პომიდორი
ხახვი
ნიორი
მწვანილი(ოხრახუში ან ქინძი)
მზესუმზირის ზეთი
ზეითუნის ზეთი
სუნელები(გემოვნებით)


ნიორი დავნყოთ, დავუმატოთ მარილი , ზეითუნის ზეთი და სუნელები(გემოვნებით)


ავიღოთ გასუფთავებული  მწყერი და შევაზილოთ ნივრიანი ზეთი. მოვათავსოთ ტაფაში, რომელშიც უნდა შევწვათ მწყერი . გავაჩეროთ 4 საათი. შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან და  მოვათავსოთ სხვა ჭურჭელში.

ტაფა გავაცხელოთ, დავუმატოთ ზეთი და შევწვათ მწყერი ყველა მხრიდან

წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ იმავე ტაფაში რაშიც შევწვით მწყერი
პომიდორს გავაცალოთ ქერქი,წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ ტაფაში,მოშუშულ ხახვთან ერთად. ვთუშოთ   ჯერ თავსახურის გარეშე,  10 წუთის შემდეგ დავასხათ ცოტა წყალი და გავგრძელოთ თუშვა.

ტომატის სოუსში მოვათავსოთ შემწვარი მწყერი, ვადუღოთ 30 წუთი.
მწვანილი წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ  სოუსის ჭურჭელში კარაქთან ერთად. მომზადებული მწყრის ხორცი ამოვიღოთ თეფშზე, სოუსი შევანელოთ მწვანილით. მოვასხათ შემწვარ მწყერს და მივირთვათ გარნირთან ერტად. (ამ შემთხვევაში გვაქვს კართოფილის პიურე)






გემრიელად მიირთვით!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий