ნიღაბი სახის კანისთვის:მწყრის კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი. ნიღაბი მხოლოდ და მხოლოდ მწყრის კვერცხის ცილისაგან და ლიმონისაგან მზადდება. კვერცხის ცილა საუკეთესო საშუალებაა ფერიჭამელების ( შავი წერტილების) გასაუფერულებლად. ეს ნიღაბი რეკომენდირებულია ცხიმიანი კანისთვის.ნიღაბი გაიკეთეთ ღამე და ჩამოიბანეთ დილას.
შემადგენლობა:
მწყრის კვერცხი 3 ცალი
ლიმონი 1/3
გატეხეთ მწყრის კვერცხი და გამოაცალეთ ცილა. ათქვიფეთ კარგად,თეთრი ბეზეს მიღებამდე. 1 ცალი ლიმონი გაჭერით 3 ნაწილად და ერათი რგოლი ჩააწურეთ კვერცხის ცილას, ამოყვანილი კვერცხის ცილა გაწყლიანდება. ეს მასა წაისვით სახის კანზე , შემეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მწყრის კვერცხის გულები შეურიეთ გახეხილ კიტრის ფაფას ისე, რომ ერთმანეთში ძალიან არ აითქვიფოს. წაისვით სახის კანზე , გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მათეთრებელი ნიღაბი
შემადგენლობა:
მწყრის კვერცხი 3 ცალი
1 ჩის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი თიხა( აფთიაქიდან)
2-3 წვეთი ლიმონის წვენი
რამოდენიმე ფოთოლი პიტნა( გამხმარი ან ახალი)
შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 - 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პიტნა კარგი სტიმულატორია და მატონიზირებლად მოქმედებს კანზე, მწყრის კვერცხის ცილა კანის დაჭიმვას უწყობს ხელს, ლიმონის წვენი ხელს უწყობს კანის გათეთრებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий