ნიღბები მწყრის კვერცხის გამოყენებით ეხმრება კანს შეშუპების დაცხრომაში,ამცირებს ნაოჭებს , აღადგენს კანის ჯანსაღ იერს.მწყრის კვერცხის ცილა ძირითადათ გამოიყებნება ცხიმიანი კანისთვის.ხესლს უწყობს კანის დაჭიმვას, ატენიანებს და კუმშავს ფორებს.ხოლო, მწყრის კვერცხის გული გამოიყენება მშრალი კანისთვის,კვებავს და ამკვრივებს კანს.
გთავაზობთ ნიღაბს მშრალი კანისთვის №1
შემაგენლობა:
მწყრის კვერცხის გული 3 ცალი
ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
მწყრის კვერცხის გულებს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, კარგად ათქვიფეთ და წაისვით სახის კანზე.გაიჩერეთ 10 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი მშრალი კანისთვის №2
შემადგენლობა:
მწყრის კვერცხის გული 3 ცალი
შვრიის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
თაფლი 1 ჩაის კოვზი
ათქვიფეთ მწყრის კვერცხის გულები, შეურიეთ შვრიის ფქვილი და თაფლი. აურითეთ ერთმანეთში , რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.წაისვით სახის კანზე , გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
Комментариев нет:
Отправить комментарий