მწყრის კვერცხი (მ.კ) ვიტამინებით სავსე, უნიკალური ბიოაქტიური დანამატია. A1, B1 და B6 ვიტამინების შემცველობით 2,5-ჯერ აჭარბებს ქათმის კვერცხს. A ვიტამინი აქტიურ ფორმაშია, რაც ბავშვებში რახიტის თავიდან ასაცილებელი საუკეთესo საშუალებაა. მასში ფოსფორის, კალციუმისა და რკინის დიდი შემცველობა განაპირობებს ბავშვის გონებრივ განვითარებას. იაპონიაში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკოლაში მოსწავლეებს, ასაკის მიხედვით, ურიგდებათ ყოველდღიურად 2-3 მ.კ.. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობენ მ.კ.-ს გამოირჩევიან გონიერებით, კარგი მხედველობით და გაწონასწორებულობით. მ.კ მდიდარია ასევე სპილენძით, შეუცვლელი ამინომჟავებით თიროზინით და ლეციტინით. ლეციტინი შლის სისხლში ქოლესტერინს, ამიტომაც გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის მ.კ. საუკეთესო საშუალებაა. მ.კ ხელს უწყობს ასევე სისხლის წნევის დარეგულირებას, მისი მიღება ზრდის სისხლში გემოგლობინის რაოდენობას. თიროზინი კანს ჯანმრთელ ფერს უნარჩუნებს, რაც განაპირობებს კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოყენებას. მ.კ-ში ფოსფორის დიდი რაოდენობით შემცველობა განაპირობებს მამაკაცის პოტენციის სტიმულირებას, ბულგარელი მეცნიერების აზრით ის ვიაგრას ეფექტს აჭარბებს. მ.კ. ხასიათდება ანტიბაქტერიული, იმუნომოდულაციური თვისებებით, ამიტომაც რეკომენდებულია ხშირ გაციებისკენ მიდრეკილი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, ასევე ანემიის, ძლიერი თავისტკივილების, ბრონხული ასთმის, გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, პროსტატის ადენომას, ქრ. ქოლეცისტიტის და შაქრიანი დიაბეტის დროს. მ.კ.-ს გამოაქვს ორგანიზმიდან რაოდიონუკლეიდები, ამიტომაც ექიმები ურჩევენ რადიოაქტიურ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ყოველდღიურად მიღებას. ასევე აუცილებელია მ.კ.-ის მიღება ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის. მ.კ. კარგია მხედველობისთვის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. მ.კ.-ის ნაჭუჭი შეიცავს სპილენძს, ფოსფორს, ფტორს, მოლიბდენს, თუთიას, სულ 26 ელემენტს ამიტომ მ.კ.-ის მოხმარების შემდეგ ნაჭუჭი უნდა შევინახოთ დავფქვათ და ვიხმაროთ სანელებლებთან ერთად ან დავასხათ წყალი და 5 საათის შემდეგ გამოვიყენოთ საკვების მომზადებისას. ორსულობის დროს ფოსფორის, ფტორის, რკინის და სხვა ელემენტების მიმართ მოთხოვნილება იზრდება, მათი დეფიციტი იწვევს ნაყოფის მომწიფების შეფერხებას, ტოქსიკოზებს და კბილის კარიესს, ამიტომ 2-3 ცალი მ.კ. აუცილებლად უნდა შედიოდეს ორსული ქალის ყოველდღიურ რაციონში. ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს მწყრის კვერცხი 0-3 წ-მდე 2ც; 3-10 წ-მდე 3ც; 10-18 წ-მდე 4ც; 18-50 წ-მდე 5-6ც; 50-დან ზემოთ 4-5ც; სასურველია მ.კ.-ის მიღება დილით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე (ნედლი სახით, ბავშვებისთვის გოგლი-მოგლი). თერმული დამუშავება არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, რათა ვიტამინები და ელემენტები არ დაიშალოს.