воскресенье, 11 декабря 2011 г.

მწყრის კვერცხის ნაჭუჭი ბავშვებისთვის

    მწყრის კვერცხის ნაჭუჭის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის. 1 წლის ასაკიდან   ორგანიზმში ძვლის ქსოვილის წარმოქმნა ინტენსიურად მიმდინარეობს, ამიტომ კალიუმის შეუწყვეტლივ მიღებას საჭიროებს. კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი  ბავშვის საკვებში შერევა, ძალზედ  დადებითად მოქმედებს ანემიის  დროს და ხელს უშლის რაქიტის  განვითარებას.
     ხშირად მშობლებს აინტერესებთ: როდის მიიღონ   მწყრის კვერცხის დაფქვილი ნაჭუჭი? ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ? ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ერთდროულადაც, საჭმელში დამატებით. უფრო ეფექტური იქნება, თუ დაფქვილ ნაჭუჭს 3-5  წვეთ ლიმონის წვეთს დავუმატებთ, ან მიიღებთ თევზის ქონთან ერთად,რომელშიც ბევრი D ვიტამინი  არის. კალციუმი და სხვა ვიტამინები უფრო კარგა შეითვისება წყალში გაზვებული. კალცის ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ლიტრ წყალზე, 1 ჩაის კოვზი დაფქვილი მწყრის კვერცხის ნაჭუჭი, ნაყენი 5 სათი უნდა გაჩერდეს.  წყლით შეგიძლიათ მოამზდოთ ნებისმიერი კერძი, ჩაი, ყავა ან უბრალოდ მიიღოთ წყლის მაგიერ. ასე  გაამდიდრებთ ორგანიზმს კალციუმის იონებით და სხვა მიკროელემენტებით.
 მწყრის კვერცხის ფხვნილის მიღება (გაკეთება) შეიძლება სახლის პირობებში:
ქვაბში ჩაასხით ცივი  წყალი,ჩაყარეთ მწყრის კვერცხის ნაჭუჭი.  ადუღეთ 5 წუთი,   გადაუღვარეთ  წყალი და ცივი წყალი გადაავლეთ.  ისევ დაასხით წყალი და ადუღეთ 5 წუთი, მეორედაც გადაავლეთ წყალი. შემდეგ  ვაშლის ძმარში ჩააწყეთ  და გააჩერეთ 24 საათი. მეორე დღეს  ამოიღეთ ძმრიდან, წყალი გადაავლეთ და გააშრეთ ისე რომ მზის სხივები არ მოხვდეს ნაჭუჭს. დაფქვით ყავის საფქვავში 2- ჯერ.

        


      

Комментариев нет:

Отправить комментарий