суббота, 21 января 2012 г.

შემწვარი მწყერი მაიონეზის სოუსით

                                         
მასალები:
-5 ცალი მწყერი
-4 ცალი  კარტოფილი
- კარაქი ან ზეთი
-1 ცალი ხახვი
-100გრამი გახეხილი ყველი
-100გრამი მაიონეზი
-მარილი, პილპილი,ხმელი ქინძი,უცხო სუნელი, ნიორი, მწვანე ქინძი, ტარხუნა


   გათლილი კარტოფილი დაჭერით გრძლად,  როგორც შესაწვავად ამზადებთ. 1 თავი ხახვი წვრილად  დაჭერით , მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. ერთმანეთში აურიეთ ხახვი , კართოფილი , შავი  პილპილი და ცოტა მარილი.
 გასუფთავებულ მწყერს  წაუსვით მარილი , შეკარით ძაფით, რომ  შეწვისას არ გაიშალოს.
 მწყერი   მოათავსეთ კარტოფილზე ზევიდან და დახურეთ      სახურავი ან ფოლგა.

შედგით  გაცხელებულ აირღუმელში 180 გრადუსზე დაახლოვებით ერთ საათით,  სანამ კართოფილი  და მწყერი ორთქზე არ მოიხარშება. 
     თავსახური მოხადეთ რომ შეიბრაწოს ზევიდან,ღუმელიდან  გამოღებამდე 10 წუთით ადრე  მოაყარეთ გახეხილი ყველი.
   კერძის დასრულებისას  მოასხით მაიონეზის სოუსი . სოუსის მომზადება: მაიონეზი გაათხელეთ წყლით, დაუმატეთ ნიორი და სანელებლები(ხმელი დაფქვილი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა) მწვანილი( ტარხუნა , ქინძი)  
            

Комментариев нет:

Отправить комментарий