пятница, 20 января 2012 г.

მწყრის კვერცხის მარტივი და ხელმისაწვდომი ნიღაბი სახის კანისთვის, სახლის პირობებში


 ნიღაბი სახის კანისთვის:მწყრის კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი.  ნიღაბი მხოლოდ და მხოლოდ მწყრის კვერცხის ცილისაგან და ლიმონისაგან მზადდება. კვერცხის  ცილა საუკეთესო საშუალებაა ფერიჭამელების  ( შავი წერტილების)   გასაუფერულებლად.  ეს ნიღაბი რეკომენდირებულია ცხიმიანი კანისთვის.ნიღაბი გაიკეთეთ ღამე და ჩამოიბანეთ დილას.
                                          შემადგენლობა:
                                          მწყრის კვერცხი 3 ცალი
                                          ლიმონი 1/3
  გატეხეთ მწყრის კვერცხი და გამოაცალეთ ცილა. ათქვიფეთ კარგად,თეთრი ბეზეს მიღებამდე. 1 ცალი ლიმონი გაჭერით 3 ნაწილად და ერათი რგოლი  ჩააწურეთ კვერცხის ცილას, ამოყვანილი კვერცხის ცილა გაწყლიანდება.  ეს მასა წაისვით სახის კანზე , შემეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

                           ნიღაბი: ფორების შესაკუმშად

 შემადგენლობა: მწყრის კვერცხი 3 ცალი,  გახეხილი კიტრი (ფაფა)1 ჩაის კოვზი.
 მწყრის კვერცხის გულები შეურიეთ  გახეხილ კიტრის ფაფას ისე, რომ ერთმანეთში ძალიან არ აითქვიფოს. წაისვით სახის კანზე , გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მათეთრებელი ნიღაბი
შემადგენლობა:
მწყრის კვერცხი 3 ცალი
1 ჩის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი თიხა( აფთიაქიდან)
2-3 წვეთი ლიმონის წვენი
რამოდენიმე ფოთოლი პიტნა( გამხმარი ან ახალი)
 შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 - 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პიტნა კარგი  სტიმულატორია და მატონიზირებლად მოქმედებს კანზე, მწყრის კვერცხის  ცილა კანის დაჭიმვას უწყობს ხელს, ლიმონის წვენი ხელს უწყობს კანის გათეთრებას.


                  











                       

  







Комментариев нет:

Отправить комментарий