суббота, 25 февраля 2012 г.

მწყრის კვერცხის გამოყენება ხალხურ მედიცინაში. რეცეპტები

მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებებს ადამიანი უძველესი დროიდან იცნობს.მწყრის ხორცი რომ გემრიელია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფრინველის კვერცხის სამკურნალო თვისებებზე  ცოტას თუ გაუგია. მწყრის კვერცხს   იაპონელები უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ.  მინდა გაგიზიაროთ ხალხური რეცეპტები, მაგრამ სანამ მიღებას გადაწყვეტთ , კონსულტაცია გაიარეთ თქვენს პირად ექიმთან.


ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად გთავაზობთ  რეცეპტს
მწყრის კვერცხი უნდა მიიღოთ უმი(დალიოთ) 3  დილით უზმოზე, ჭამამდე  30 წუთით არდრე და 3  საღამოს, 40 დღის განმავლობაში(კურსი 240 კვერცხი) საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.




 ხალხური რეცეპტი ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ
ბრონქიალური ასთმისა და ალერგიული მდგომარეობის დროს კარგია მკურნალობა მწყრის კვერცხისა და თაფლით(თუ რათქმაუნდა თაფლზე არ გაქვთ ალერგია)მწყრის კვერცხი უნდა ჩატეხოთ ჭიქაში, დაამატოთ ცოთაოდენი თაფლი და მიირთვათ ჭამამდე 1 საათით ადრე. დილით, საუზმემდე 1 კვერცხი,სღამოს, ვახშმამდე  2 კვერცხი.ამ მეთოდით 40 დღე უნდა იმკურნალოთ, შემდეგ 2-3 კვირა უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

რეცეპტი გაციებისთვის და მაღალი ტეპერატურის დროს
გაციების დროს, ტემპერატურის დასაქვეითებლად უნდა მიიღოთ მწყრის კვერცხი არაყსა და შაქართან ერთად. საჭიროა 100 მლ  არაყი,5 ცალი მწყრის კვერცხი,1 სადილის კოვზი შაქარი.ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და საღამოს,ძილის წინ, მიირთვით.დილით ტემპერატურა აღარ გექნებათ და უკეთაც იგრძნობთ თავს.


ართრიტის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის, დაჟეჟილობის ან ნაღრძობის დროს კარგად მოქმედებს მალამო  მომზადებული უმი მწყრის კვერცხისაგან და ძმრისგან.
4-5 უმი მწყრის კვერცხი ჩადეთ  ჭიქაში, დაასხით ძმრის ესენცია და გააჩერეთ 2 დღე, სანამ კვერცხი მთლიანად არ დაიშლება. დაუმატეთ 100 გრ კარაქი. კარგად აურიეთ,  რომ მიიღოთ მალამო. მამზდებული მალამოთი შეიზილეთ მტკივნეული ადგილები.
რეცეპტი დამწვრობისათვის
დამწვრობისას გამოიყენება კვერცხის ზეთი. კვერცხი მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, გაასუფთავეთ და განაცალკეთ ცილა   გულებისაგან, გულები ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ, რომ იყოს ერთგვაროვანი მასა, შემდეგ დაჭყლეტილი კვერცხის გულები ტაფაში მოშუშეთ 45 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ისე, რომ  კვერცხის გულებიდან გამოვიდეს ზეთი.. მიღებული ზეთი გააციეთ და შეიზილეთ დამწვარი ადგილები როგორც ძველი ,ასევე ახლად  დამწვარი.
რეცეპტი ბავშვებში  დიათეზის სამკურნალოდ 
ლიმონი გარეცხეთ, დაჭერით და გააცალეთ კურკები, მწყრის კვერცხის ნაჭუჭი გარეცხეთ,  კარგად გააშრეთ და დაფქვით,მიღებული კვერცხის ფქვილი მოაყარეთ ლიმონს და  აჭამეთ ბავშვს დღეში რამოდენიმეჯერ.
კალცის ნაკლებობა ორგანიზმში
კალცის ნაკლებობა ორგანიზმში , ყველაზე გავრცელებული ნივთიერებათა დარღვევაა. ის იწვევს ბავშვებში რაქიტის განვითარებას, ალერგიას, ანემიას, უძილობას და  საერთო სისუტეს ორგანიზმში. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება მწყრის კვერცხის ნაჭუჭი, რომელიც შეიცავს არამარტო კალცს, არამედ სხვა ბევრ ნივთიერებებს. კალცის მისაღებად მწყრის კვერცხის ნაჭიჭი უნდა  კარგად გარეცხოთ, ჩაყაროთ ქვაბში და 5 წუთი ადუღოთ, შემდეგ გადაუღვარეთ ცყალი და გადაავლეთ სუფთა  წყალი. ეს პროცედურა 2 ჯერ უნდა გაიმეოროთ. კვერცხის ნაჭუჭი  ჩაყარეთ ვაშლის ძმარში და გააჩერეთ 12 საათი, გადაავლეთ  წყალი  და კარგად გააშრეთ( შეგიძლიათ გააშროთ აირღუმელში)  გამომშრალი კვერცხის  ნაჭუჭი დაფქვით და მიღების წინ მოასხით 3-4 წვეთი ლიმონი. შეგიძლიათ დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭი, ჩაყაროთ წყალში და სვათ ცყლის მაგიერ .


 რეცეპტი თმის ბზინვარებისთვის
ბლენდერში ათქვიფეთ 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 5-6 მწყრის კვერცხი და 3/4  ჭიქა თაფლი. მიღებული მასა შეიზილეთ თმაში. ჩამოიბანეთ3 საათის შემდეგ.









Комментариев нет:

Отправить комментарий