воскресенье, 22 января 2012 г.

მწყრის ხორცის სასარგებლო თვისებები


  მწყრის ხორცი შეიცავს 21-22% ცილას, 2,5- 4,0% ცხიმს. ქიმიური შემადგენლობით მწყრის ხორცი მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტს.   მწყრის ხორცი შეიცავს ბევრ ვიტამინებს  A, B1, B2 მიკროელემენტებს( რკინა, კალიუმი, კობალტი, სპილენძი) ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი. მწყრის ხორცს აქვს შეუცვლელი ამინომჟავები( ლიზინი, ცისტინი, მეთიონინი,ტიროზინი)                                
  ტიროზინი,   როგორც ცნობილია ხელს უწყობს პიგმენტების წარმოქმნას,ამიტომ კანს ჯანსაღ შეფერილობას აძლევს.ნახშირწყლების შემცველი ცილა ოვომუკოიდი, რომელიც შეიცავს მწყრის ხორცი, ხელს უწყობს ალერგიული  რეაქციების  შემცირებას.მწყრის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით    ლიზოციმს, რომელიც აფერხებს არასასურველი მიკროფლორის(მიკრობების) გამრავლებას, ამიტომ მწყრის ხორცი ინახება ხანგრძლივი დროის განმვლობაში.განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ორგანიზმის აღმდგენ ფუნქციაზე, პოტენციზე.
                                           
  მწყრის ხორცის მიღება რეკომენდირბულია, ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ბრონხიალური ასთმა, ქრონიკული პნევმონია( ფილტვების ანთება), ტუბერკულიოზი, დიაბეტი, კუჭის წყლული, გულის დაავადება, ღვიძლის, თირკმელის დაავაების დროს. ასევე მატებს ტონუსს და ამაგრებს ძვლებს.მწყრის ხორცი  რეკომენდირებულია   მათთვის  , ვისაც რადიაციული დასხივება  აქვს მიღებული. მწყრის ხორცი იმდენად გემრიელია, რომ ბავშვები სიამოვნებით მიირთმევენ  მოხარშულს და არა შემწვრს. ის ძალიან მაელე მზადდება, რაც სასიხარულოა ყველა დიასახლისისათვის.




















                                   

Комментариев нет:

Отправить комментарий