воскресенье, 22 января 2012 г.

ნატურალური მაიონეზი მწყრის კვერცხისგან

         შემადგენლობა:
                
       მწყრის კვერცხი 8 ცალი
      ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი 300 გრ
      ძმრის ესენცია  1 დესერტის კოვზი
          შაქრის ფქვილი (შაქარი) 1 ჩაის კოვზი
          ლიმონის წვენი( 1/2 ლიმონისაგან) 
          მარილი გემოვნებით 
          მდოგვი(მზა) 1-1,5 დესერტის კოვზი                         


1. მწყრის კვერცხი კარგად გრეცხეთ, გატეხეთ და  განაცალკეთ ცილისაგან  გულები  ( ეცადეთ  მთლიანად გააცალოთ ცილა)
2.გულები შეურიეთ მდოგვს და ათქვიფეთ მიქსერით.  თანდათანობით დაამატეთ ზეთი( არა უმეტეს 1/2 ჩაის კოვზი ერთ დამატებაზე) ისე, რომ არ გააჩეროთ თქვეფა. თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, სანამ არ შესქელდება.
4.დაუმატეთ ნახევარი ძმრის რაოდენობა ( მასა ცოტა გათეთრდება) განაგრძეთ ზეთის ნელ-ნელა დამატება, თან არ გააჩეროთ თქვეფა.
5. როდესც 2/3 ზეთს უკვე დაამატებთ,  მიღებულ მასას დაუმატეთ ნახევარი შაქრის ფხვნილი, ნახევარი ლიმონის წვენი და ცოტა მარილი.
6.დარჩენილი ზეთი ბოლომდე დაამატეთ( შეუჩერებლივ თქვეფავთ) , გასინჯეთ მიღებული მაიონეზი და თუ აკლია ლიმონი ან მრილი დაუმატეთ.
7. მაიონეზი უნდა   გაჩერდეს 15 წუთი მაცივარში, შემდეგ კიდევ ათქვიფეთ და  მიირთვით გემრიელად.
  მაიონეზის გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაუმტოთ ნიორი და სანელებლები(გემოვნებით)
    რადგან მაიონეზი არ შეიცავს კონსერვანტებს, მისი შენახვა 4 დღეზე მეტი არ შეიძლება. ისიც მხოლოდ მაცივარში უნდა შეინახოთ.           

Комментариев нет:

Отправить комментарий